Sunday, 4 November 2018

IXდღე

დასრულდა ტრენინგი-"პროექტებით სწავლება". საკმაოდ ნაყოფიერი და შრომატევადი იყო ეს ცხრა დღე. ბოლო დღეს გავეცანით აქტივობებს მოსწავლეთა დასაჯგუფებლად, გავაკეთე პრეზენტაცია პროექტის შესახებ, მოვუსმინეთ ჯგუფის წევრების პრეზენტაციას. ძალიან მომეწონა მათი ნაშრომები.
 ტრენინგზე შექმნილი იყო თბილი და თანამშრომლური გარემო, რისთვისაც მადლობას ვუხდი ჩვენს ტრენერს ქალბატონ მანანა კაპანაძეს.

Saturday, 3 November 2018

VIII დღე

მერვე  დღეს დავასრულეთ სასწავლო პროექტის გეგმა, ამისათვის გავეცანით ეფექტური სწავლების სტრატეგიებს,კითხვარები სამივე საფეხურისთვის ვებ გვერდზე,სტატია ინტერნეტის გამოყენების უსაფრთხოებაზე, ეროვნულ სტანდარტში ისტ-ს გამოყენება და პორტფოლიო ავტვირთეთ დისკზე და ბლოგზე გამოვაქვეყნეთ.